ახალი ამბები

გორელებმა პლაჟის ფრენბურთში “ოქროს ბურთი 2021” გამარჯვება მოიპოვეს

გორელმა ფრენბურთელებმა, აჭარის ღია ჩემპიონატზე ,,ოქროს ბურთი 2021″ პლაჟის ფრენბურთში გამარჯვება მოიპოვეს.

ვაჟთა გუნდი “გორი”, ბათუმში გამართულ ღია ჩემპიონატზე 8 გუნდთან ერთად მონაწილეობდა.

“გორელებმა ჯერ ბათუმის მე – 3 და მე – 2 გუნდები დაამარცხეს, შემდეგ თბილისის მე – 2, ნახევარფინალში ცაგერს სძლიეს, ხოლო ფინალში ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოიპოვეს გამარჯვება”, – წერს სპორტის სააგენტო

აღსანიშნავია, რომ სტუ გასულ წელს, ამ შეჯიბრების გამარჯვებული იყო,  თუმცა წელს გორელებთან 2:0 დამარცხდნენ. 

გორის ვაჟთა გუნდს თინა ფსუტური ხელმძღვანელობს, მათ შეჯიბრებაზე ორგანიზატორთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

დატოვეთ კომენტარი