ახალი ამბები

გორში პოლიციამ დააკავა ბიჭი, რომელიც კომბინატის დასახლებაში “ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა”

გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციამ დააკავა 24 წლის ბიჭი, რომელიც “ავარიულ სიტუაციებს ქმნიდა”. პოლიციის მტკიცებით, იგი ნასვამი იყო და არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას.

“იგი ქმნიდა ავარიულ სიტუაციებს, რა დროსაც არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის მოთხოვნას, შეეწყვიტა ამგვარი ქმედება,მოწოდება განხორციელდა პოლიციის რუპორით; პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა. “აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა და ითხოვა პატიება” , – მიუთითებს მოსამართლე. საბოლოოდ დაკავებული მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნის სანაცვლოდ გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.