ახალი ამბები

სხირელის სკოლის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად არკადი ხინჩიკაშვილი დაინიშნა

(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ნუგზარ სხირელის საჭიდაო სკოლის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებლად არკადი ხინჩიკაშვილი დაინიშნა.

მანამდე მენეჯერის პოზიციაზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გახდა, მან ეს თანამდებობა დატოვა.

„ამ დროისთვის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მენეჯერის პოზიციაზე ჩემი უფლებამოსილება შეწყვეტილია. ამჟამად, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლას მაღალი კვალიფიკაციის მქონე მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ , რომ ჩვენი სპორტული სკოლა პროფესიონალებისგანაა დაკომპლექტებული , რაც სკოლის აღსაზრდელების შედეგებზეც ისახება” , -განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

არკადი ხინჩიკაშვილი ამავდროულად, სკოლაში მწვრთნელის პოზიციასაც იკავებს.

დატოვეთ კომენტარი