ახალი ამბები

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის გორში ერთი პირი დააკავეს 

სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის გორში მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორომაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ა.ხ პირადი ავტომობილით გადაადგილების დროს შეაჩერეს და ჩხრეკის შედეგად ამოიღეს პისტოლეტი მჭიდებთან და ვაზნებთან ერთად. 

“პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

გარდა გორში დაკავებული  მამაკაცისა, შსს -მ აღნიშნული ბრალდებით სხვადასხვა ქალაქში დააკავა კიდევ 5 პირი  1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.