ახალი ამბები

გზების გაკეთებას წლებია გვპირდებიან – მერის პასუხი ელექტოფიკაციის მოსახლეობას

გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში გზების მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით, ყოველი არჩევნების წინ მათთან მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჩადიან და მხარდაჭერის შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარებას ჰპირდებიან, თუმცა როგორც ადგილობრივების მიერ მოწოდებული ფოტო მასალიდან ჩანს გზები ამ დრომდე მოსაწესრიგებელია. გორის მერი აცხადებს, რომ დაპირბა შეუსრულებელი არ დარჩება და ეს საკითხიც აუცილებლად გადაწყდება. მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოების გაჭიანურება დასახლებაში მანამდე მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა განაპირობა.

“ელექტროფიკაციის დასახლებაში მაცხოვრებლებს ბევრი რამ გავუკეთეთ. მათ შორის კანალიზაცია და წყლები. გამწმენდი ნაგებობა რომ კეთდებოდა დაზიანდა გზები, რომლებიც ასევე მალე გაკეთდება. წელს როგორც ვიცი არ არის გეგმაში, მაგრამ მოხრეშვები იქნება რა ტქმა უნდა. დაპირება იყო და გაკეთდა კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობები. ვიდრე ეს სამუშაოები არ დაასრულდებოდა გზები ვერ გაკეთდებოდა. მომავალში ეს საკითხიც მოგვარდება რა თქმა უნდა”,– აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.