ახალი ამბები

„აგროქართლმა” მმართველ პარტიას 10 000 ლარი გადაურიცხა

შპს “აგროქართლმა” “ქართულ ოცნებას” შემოწირულობის სახით, 10 000 ლარი გადაურიცხა.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში გადარიცხვა 30 აგვისტოს დაფიქსირდა.

“აგროქართლი” ფერმერთა მომსახურების ცენტრია, რომელიც გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის დირექტორი და 60%-იანი წილის მფლობელი გიორგი სიმონიშვილია. კომპანიის 20%-20%-ს ნიკოლოზ ელიკაშვილი და ელიზბარ ძამელაშვილი ფლობენ.

როგორც ცნობილია, “აგროქართლი” 2015 წელს USAID-ს მხარდაჭერით დაფუძნდა და მიზანი იყო სერვის-ცენტრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა 9,000 ადგილობრივ ფერმერს და ხელს შეუწყობდა მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.