ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში წელს, 1500-მდე აღსაზრდელი ჩაირიცხა

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 2021-2022 სასწვლო წლისთვის 1500-მდე ახალ აღსაზრდელს მიიღებენ. სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მშობლებს უკვე უკავშირდება და შესაბამის ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით აწვდის. რეგისტრაციის შემდეგ, სააგენტოში ამჯერად უკვე დამატებითი დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. კონკრეტულად კი მშობლებმა სააგენტოში 5-10 სექტემბრამდე ჩასარიცხი ბავშვების შემდეგი საბუთები უნდა წარადგინონ:

• ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი
• ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა
• ორი ფოტოსურათი (¾)
• მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია
• არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან
• არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი

რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს საკითხი კოვიდ-ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“აღსაზრდელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ზოგადად არ არის შემცირებული, რადგან მოგეხსენებათ გასულ წელს გარკვეული პერიოდი ეპიდ-ვითარების გამო არ ვსაწავლობდით. მარტში, რომ დავიწყეთ სწავლა, მაშინ 200-მდე ბავშვი შემოვიდა. იმ პერიოდშიც ვიღებდით ბავშვებს, იყო საშუალება. სწორედ ეს რაოდენობა აკლია შარშანდელ მონაცემებს,“-აღნიშნა საააგენტოს ხელმძრვანელმა ლია კოვზიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები