ახალი ამბები

გორის მერიამ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოაცხადა.

უწყება ღია კონკურსის წესით სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს შეარჩევს. შესაბამისი განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ინჟინრის სპეციალობით ან საინჟინრო უსაფრთხოების სფეროში” , – ვკითხულობთ განაცხადში.

ახალი კადრს მერიის საკონკურსო კომისია ყველა მსურველთან გასაუბრების შემდეგ, შეარჩევს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.