ახალი ამბები

გორის მერი: არჩევნებამდე ბიუჯეტის 98%-მდე გვექნება ათვისებული

გორის მერს უფლებმოსილების ვადა ეწურება. კონსტანტინე თავზარაშვილი მიმდინარე წელს აჯამებს და ამბობს, რომ აღმასრულებელმა ორგანომ ბიუჯეტი მაქსიმალურად აითვისა. მისი თქმით, მერიამ წელს თანხები სრეზერვო ფონდიდანაც გახარჯა. თავზარაშვილის განმარტებით, თანხის ნაწილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამოკვეთილ საჭიროებებსაც მოხმარდა.

“უფლებამოსილების ამოწურვამდე ბიუჯეტს თითქმის სრულად გავხარჯავთ. დაახლოებით 97-98% იქნება ათვისებული ოქტომბრისთვის. გასული წლის მსგავსად თანხები გაიხარჯა სარეზერვო ფონდიდანაც, დაახლოებით 150 000 ლარამდე. მათ შორის ნაწილი კოვიდთან დაკავშირებულ საკითხებს მოხმარდა. პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება. მათ შორის რამდენიმე გარდამავალია და მომავალი წლისთვისაც გაგრძელდება,”-უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის მერმა.

დატოვეთ კომენტარი