ახალი ამბები

ტანას ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა მიმდინარეობს

ტანას ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა მიმდინარეობს.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის რობერტ მაღლაკელიძის თქმით ადგილზე განთავსდება სკამები და მაგიდები, რომლითაც ხეობაში მყოფი მოქალაქეები ისარგებლებენ.

“ტანას ხეობაში მიმდინარეობს საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაიდგმება მასიური სკამები და მაგიდები, რომლითაც მოქალაქეები ისარგებლებენ. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სუფთა გარემოში, კომფორტულად გაატარონ დრო”, – ამბობს რობერტ მაღლაკელიძე

პროექტს საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ევროკავშირის დახმარებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი