ახალი ამბები

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები covid 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ 

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები აიცრნენ.

იმუნიზაციის პროცესი სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით ჩატარდა.

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განმარტევენ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით ეს პროცესი სრულად ამოწურული იქნება.

ვაქცინაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო. მისი თქმით, შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის ადგილზე აცრა.

“აცრის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მობოლურო ჯგუფები, მოსახლეობას ადგილზე, სოფლის ამბულატორებში აქვს შესაძლებლობა ჩაიტარონ აცრა. გარდა ადგილობრივებისა, ვაქცინაცია ჩატარდა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარშიც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები დროულად აიცრან, განსაკუთრებით კი ის პირები, რომლებიც რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან.” – აღნიშნა რწმუნებულის მოადგილემ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.