ახალი ამბები

გორში, “ევროპული საქართველოს” სიის შემადგენლობა ცნობილია

გორის მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ “ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარემ სიის შემადგენლობაც გაასაჯაროვა. ეთერ ჯალაღანია მერობისისთვის, მისი შვილი, ვახტანგ მარწვიშვილი კი საკრებულოს წევრობისთვის იბრძოლებს. ეთერ ჯალაღანიას განცხადებით, პარტიის ადგილობრივ ოფისს ახალი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის არიან ქალები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ცვლილებების განხორციელებისთვის ემზადებიან.

“ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი ვახტანგ მარწვიშვილი იქნება. გაგაცნობთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებსაც. ცენტრის მაჟორიტარი-ნინო მიროტაძრე, ბიზნესის მართვის დოქტორია.  არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. კომბინატში კენჭს ბიზნესმენი ზურაბ ღვინიაშვილი იყრის. წმინდა წყლის დასახლებაში კი ნუნუ გოგიაშვილი, ის გახლავთ 60 წლის, ჟურნალისტია პროფესიით, ასევე უცხო ენების სპეციალისტი.ყველა ძალიან მოწადინებული და აქტიურია მუნიციპალიტეტში სასიკეთო ცვლილებების განხორციელებისთვის”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” ეთერ ჯალაღანიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის პროპორციულ სიაში კი რიგითობა ასე გადანაწილდა:

  1. ვახტანგ მარწვიშვილი

2. ზურაბ ღვინიაშვილი.

3. ნინო მიროტაძე.

4. დავით გვილია.

5. ხათუნა სამადალაშვილი

6. ჯიმშერ კაპანაძე.

დატოვეთ კომენტარი