სტატიები

9 განცხადება, რომლითაც ლადო ხინჩეგაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა

​ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი გახდა. ოფიციალურ წარდგენამდე ერთი თვით ადრე, იგი კატეგორიულად უარყოფდა სპორტული კარიერის დასრულებასთან გავრცელებულ ინფორმაციას.


ლადო ხინჩეგაშვილი 2016 წელს აცხადებდა, რომ პოლიტიკაში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერეოდა, თუმცა 5 წლის შემდეგ, მან პოზიცია შეიცვალა, გახდა მერობის კანდიდატი და ახლა აცხადებს, რომ საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.

“გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!” – ეს 2016 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებაა. ამის შემდეგ, ხინჩეგაშვილი ჯერ ბიზნესმენი გახდა, შემდეგ კი, გორის მერობის კანდიდატად დასახელდა.


რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ ხინჩეგაშვილის მიერ, სხვადახვა დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა:

2016 წელი, musicbox.ge

“ჩემს ყველა წარმატებას მამაჩემს ვუძღვნი და ის, რასაც თვითონ ვერ მიაღწია სპორტში. მე მინდოდა ჩემი მხრივ, მიმეღწია და და გამეკეთებინა ეს ყველაფერი.”

“შავთმიანი გოგოები უფრო მომწონს. ცოტა პასიური ვარ პირად ცხოვრებაში, რადგან ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო მაქვს.”

2016 წელი, musicbox.ge
2016 წელი, ambebi.ge

“მე არად­როს ჩავ­რე­ულ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, არც “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და არც სხვა პარტი­ის. მე ჩემი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.”

ხინჩეგაშვილმა ეს კომენტარი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გააკეთა, სადაც იგი როგორც თავად ამბობს, შემთხვევით შეხვდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

“გავაგრძელებ ჭიდაობას, აბა, სხვა რა უნდა ვქნა?!”

ამ განცხადებიდან 5 წლის შემდეგ, ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატია.

2016 წელი, ambebi.ge
2016 წელი, musicbox.ge

“სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა მხარს გი­ჭე­რენ და რო­გორც ში­ნა­ურს, ისე გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ, შენ­და­მი სით­ბოს იჩე­ნენ, შენი გაც­ნო­ბა სურთ.”

ეს განცხადება ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, დიდი ხა­ნი სურ­და მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა ქა­ლა­ქი, სა­დაც არა­ერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი და მისი მოგ­ვა­რე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ.
2016 წლის ზა­ფხულ­ში, როცა ხინჩეგაშვილი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­მო­აკ­რეს ბილ­ბორ­დი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რით: “ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი (ხინ­ჩა­გო­ვი) ვლა­დი­მერ – ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში”.

“სპორტსმენი არასდროს ძალადობს. სპორტსმენი არავის ჩაგრავს, რადგან ის სწორადაა აღზრდილი.”

ხინჩეგაშვილი ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა, რომელიც 2018 წელს PRMC-მ წამოიწყო.

2018 წელი, netgazeti.ge
2019 წელი, netgazeti.ge

“ჭიდაობაც ძალადობაა; რომ ვეჭიდავები სპორტსმენს, ვძალადობ.”

ასე გამოეხმაურა ხინჩეგაშვილი მის კოლეგაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ამბავს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანმა და ორგზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. ხინჩეგაშვილმა მხარდაჭერა ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გეგეშიძეს გამოუცხადა.

“ეს ცრუ ინფორმაციაა, ვადასტურებ, რომ ჭორია და ვიღაცამ თავისი აზრი გაავრცელა.”

ასე უპასუხა ერთი თვის წინ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერის დასრულებასთან გავრცელებულ ინფორმაციას. ერთი თვის შემდეგ, ის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გახდა და მართლაც დაასრულა სპორტული კარიერა.

2021 წელი, popsport.ge
2021 წელი, ambebi.ge


“სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ვე­ლი მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქე ჩვე­ნი [ქართული ოცნების] მხარ­დამ­ჭე­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ იქ­ნე­ბა კონ­კუ­რენ­ტი კან­დი­და­ტი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ საქ­მე­ზე სა­უბ­რით, კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და ჩვე­ნი რა­ი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მის შე­თა­ვა­ზე­ბით, კი­დევ უფრო დიდი ნდო­ბა მო­ვი­პო­ვოთ.”

აღნიშნული განცხადება ხინჩეგაშვილმა მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ გააკეთა







დატოვეთ კომენტარი