სტატიები

7 ბინა და მიწები – რა უძრავ ქონებას ფლობს ხინჩეგაშვილი

„ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ბინებს ფლობს გორში, თბილისში და ბაკურიანში, ასევე სახელმწიფოსგან შესყიდული აქვს სხვადასხვა ნაკვეთები გორში, თამარ მეფის ქუჩასა და სამეფო ქუჩაზე.

ხინჩეგაშვილს გორში 3 ბინა აქვს, თბილისშიც ასევე 3 და ერთი ბაკურიანში. გარდა ამისა, მან ელექტრონული აუქციონის საშუალებით, სახელმწიფოსგან ტერიტორია იყიდა თამარ მეფის ქუჩაზე, რომლის ფართობიც არის 6 129 კვ.მ და აღნიშნულ ნაკვეთზე მდებარეობს 3 სხვადასხვა შენობა. ხინჩეგაშვილს გორის მერიისგან შესყიდული აქვს ტერიტორია სამეფო ქუჩაზეც, რომელზეც ასევე განთავსებულია შენობა.

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ, ხინჩეგაშვილის უძრავი ქონების დეტალურ ჩამონათვალს

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ველებში 1 639 კვადრატული მეტრი.

2.. ბინა გორში, თამარ მეფის ქ. N120;

3. მიწის ნაკვეთი თამარ მეფის ქუჩაზე – 300კვ.მ;

4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისმ მიწის ნაკვეთი – 8 975კვ.მ;

5. მიწის ნაკვეთი თამარ მეფის ქუჩაზე, 6 129კვ.მ , ნაკვეთზე განთავსებულია 3 დიდი შენობა; შეისყიდა სახელმწიფოსგან ელექტრონული აუქციონის საშუალებით;

6. ბინა თბილისში, გლდანში – 82.65 კვ.მ;

7. გორში, სამეფო ქუჩა N66, აღნიშნული ტერიტორია ხინჩეგაშვილმა სახელმწიფოსგან შეისყიდა 2017 წელს;

8. რეხაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 5 002 კვ.მ;

9. ბინა გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, 43.52კვ.მ

10. ბინა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, 105 კვ.მ;

11. მიწის ნაკვეთი თბილისთან, სოფელ წავკისში – 1000 კვ.მ

12. ბინა ბაკურიანში, 41.64 კვ.მ

13. ბინა თბილისში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, 51.90 კვ.მ

14. ბინა გორში, სტალინის ქუჩაზე, 67.10 კვ.მ

აღნიშნულის გარდა, მიწებს ფლობს კომპანია “ლეგასიც”, რომლის დირექტორი და წილის მფლობელი ხინჩეგაშვილია. “ლეგასის” სახელზე ნაკვეთები არის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ცხვარიჭამიაში, ჯამში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე, 5 476 კვადრატული მეტრი ფართობის. ტერიტორიაზე განთავსებულია შენობები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.