ახალი ამბები

ქარის დროს დაზიანებული კორპუსების გადახურვას გორის მერია უზრუნველყოფს

გორის მუნიციპალიტეტის მერია იმ კორპუსებს გადახურავს, რომლებიც გორში ძლიერი ქარის დროს დაზიანდა. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

“შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, კეთილმოწყობის სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დროებით, კორპუსებს ტენტებს აფარებენ. ამ ეტაპზე სამი კორპუსის დროებითი გადაფარვა ხორციელდება. ამასთან ერთად, მერიის კეთილმოწყობის თანამშრომლების მიერ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარება უკვე დაწყებულია, პარალელურ რეჟიმში იწმინდება სანიაღვრე არხები, წაქცეული ხეებისა და ხის ტოტებისგან უკვე განთავისუფლდა გზის სავალი ნაწილები და ტროტუარები”,- აცხადებენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, უამინდობამ, კერძოდ ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ორი დღის განმავლობაში პრობლემები შექმნა გორში – წაიქცა ხეები, გადახდილია რამოდენიმე კორპუსის სახურავი. ამ დროისთვი გორში ისევ წვიმს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები