გორის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქეს საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა.
მოქალაქე დ.დ-ს მიმართ გამოწერილი იყო ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლითაც მას შეუჩერდა ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით. მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.
“გაუქმდა დადგენილება, რომლითაც დ.დ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და გათავისუფლდა იგი დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელისაგან. ამასთან, სასამართლომ დ.დ.-ს სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მის მიერ ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.
დატოვეთ კომენტარი