ახალი ამბები

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დატბორვის შემდეგ გაიწმინდა და ვიზიტორების მიღებას განაგრძობს  

უფლისციხის მუზეუმნაკრძალი დატბორვის შემდეგ გაიწმინდა და ვიზიტორების მიღებას განაგრძობს.

უხვმა ნალექმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ხანგრძლივი წვიმის შედეგად კლდოვანი მთის ფერდობიდან მოსულმა ნიაღვარმა ნაკრძალის ტერიტორია დიდი ოდენობით ქვიშისა და ღორღის ფენით დაფარა, რამაც თავის მხრივ სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება შეაფერხა.

ნაწილობრივ დაიტბორა უფლისციხის სამუზეუმო სივრცეც. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების , გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით სრულად გაიწმინდა ტერიტორია, აღდგა კომუნიკაციები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.