ახალი ამბები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა დაასრულა

გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სპორტული კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ამის შესახებ, განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება. ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი” , – აცხადებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ხინჩეგაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა კორონავირუსის დადასტურების გამო ვერ შეძლო. “ქართულმა ოცნებამ” გორის მერობის კანდიდატად იგი 30 ივლისს დაასახელა.

დატოვეთ კომენტარი