ახალი ამბები

„გორის სოფელ ტინისხიდში კომპანია წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდა”

„გორის სოფელ ტინისხიდში კომპანია წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდა” , – აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა.

“აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, შპს-ს წარმომადგენლები სასარგებლო წიაღისეულს უკანონოდ მოიპოვებდნენ. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ილტოზაში, შპს-ს წარმოამდგენლები ქვიშა‐ღორღის უკანონო მოპოვებას, სალიცენზიო ტერიტორიის გარეთ აწარმოებდნენ. მცხეთის მუნიცპალიტეტის სოფელ ძეგვში, მოქალაქე ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო ტრანსპორტირებას” , – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.