ახალი ამბები

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები იგეგმება

გორის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები განახორციელა. მარშრუტების დასამტკიცებლად, უწყებამ საკრებულოს მიმართა.

ცვლილებები შეეხება N2ა, N6 და N6ა მარშრუტებს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, N2ა მარშრუტი იმოძრავებს სოფელ დიდი გორიჯვრის ასახვევამდე. აღნიშნულ მარშრუტზე იმოძრავებს მხოლოდ ერთი ავტობუსი, 90-წუთიანი ინტერვალით.

N6 და N6ა მარშრუტები, პროექტის მიხედვით, მოძრაობას დაიწყებენ ცხინვალის გზატკეცილი N10-დან.

აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

ცვლილებები დეტალურად იხილეთ ცხრილში.

დატოვეთ კომენტარი