ახალი ამბები

პერეს ფერნანდესმა „გორმედს” ვირუსის მართვის ამერიკული გამოცდილება გაუზიარა 

ამერიკელი ექიმი კრიტიკული მედიცინისა და პულმონოლოგიის დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი გორში სამედიცინო ქსელ ,,გორმედს“ სტუმრობს. სადაც პერეს ფერნანდესი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესებს გაეცნო და ქართველ კოლეგებთან შეერთებულ შტატებში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებსა და მიდგომებზე ისაუბრა.

,,აქ ვიმყოფებით, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს, დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, მედიკამენტი, რომელიც მძიმე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმარება, ვმუშაობთ პროტოკოლის შემუშავებაზე. მნიშვნელოვანია ვაქცინაციის მასიური კამპანიები და კიდევ უფრო აქტიური მოწოდება აცრისკენ, რათა დავიცვათ თავი“, – განაცხადა ხავიერ პერეს-ფერნანდესმა.

“განვიხილეთ როგორც მათი ხედვები, ისე ჩვენი ხედვები. წელიწად-ნახევარზე მეტია ჩართული ვართ ვირუსის მართვაში. პანდემიის დაწყებიდან, ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ შორის თურქეთის და ევროპის წამყვანი კლინიკების ექიმებთან, მუდმივად ვცდილობთ სიახლეების და ინოვაციების დანერგვას ვირუსის მართვის კუთხით” , – განაცხადა “გორმედის” ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

დოქტორი ხავიერ პერეს-ფერნანდესი მაიამის კრიტიკული მედიცინის სერვისების სამედიცინო დირექტორია. ამავდროულად, არის ასოცირებული პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში და ფლორიდის მწვავე-გადაუდებელი ქირურგიული სამუშაო ჯგუფის წევრი. პერეს-ფერნანდესი შეერთებულ შტატებში COVID-19 პანდემიის მართვის პროცესებში სწრაფი რეაგირების ტექნოლოგიების დანერგვაში მონაწილეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.