გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში სასმელი წყლის სისტემები მოეწყობა. მერიამ ტენდერები გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 2 159 825 ლარია.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სისტემები მოეწყობა ზერტში, სოფელ შინდისში ე.წ “ხარებაანთ უბანში”, დიცსა და შერთულში.
დაინტერესებული კომპანიებისთვის გორის მერია წინადადებების მიღებას ტენდერებზე 12 აგვისტოდან იწყებს.
სოფელ შერთულში არსებული წლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის მიხედვით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეულ ოჯახს წყლის ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება.
“პროექტით გათვალისწინებულია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, ამოწმენდა. ახალი კოშკის და საქლორატოროს მოწყობა, ასევე შიდა გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. ათითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური წყლის მრიცხველები” , – წერია რეაბილიტაციის პროექტში.
რაც შეეხება, სოფელ შინდისს, “ხარებაანთ უბანში” დაახლოებით 150 ოჯახისთვის უნდა მოწესრიგდეს წყლის სისტემა და თითოეულ მათგანს დაუმონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები.
სამუშაოების ღირებულება შესაძლოა შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რომელიმე კომპანია უფრო დაბალ ფასად შესთავაზებს მერიას რეაბილიტაციის განხორციელებას.