ახალი ამბები

„ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – გორი მოძრავ გამოფენას მასპინძლობს

გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი მოძრავი გამოფენა „ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ იმართება.

დაინტერესებულ პირებს გამოფენის დათვალიერება 25 ივლისს, 17:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით შეუძლიათ.

„უპრეცედენტო კამპანია 4 ივლისს ქ. თბილისში დედაენის ბაღში დაიწყო და მისი წარდგენა საქართველოს კიდევ  5 სხვა ქალაქში დაიგეგმა. გამოფენაზე 20 საუკეთესო ფოტოპოსტერია წარმოდგენილი. ისინი ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია“ , – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.

როგორც ცნობილია, რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით  ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.