ახალი ამბები

გორის თეატრი რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლს “ვაჟიშვილი” ითამაშებს.

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის თქმით, დასი ფესტივალზე ორი დღით დარჩება.

“რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე გორის თეატრი მაყურებლის წინაშე წარსდგება სპექტაკლით “ვაჟიშვილი”, სენაკის თეატრია 6 წლიანი რემონტის შემდეგ გაიხსნა, ამ ფესტივალს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ის, აცოცხლებს ამ რეგიონს და ხელს უწყობს კულტურის განვითარებას, ჩვენი დასი 2 დღით დარჩება ფესტივალზე”, – ამბობს დავით ჩხარტიშვილი

გორის თეატრი წარმოდგენას 24 ივლისს 13:00საათზე გამართავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.