შიდა ქართლის გუბერნატორმა ერთ-ერთ მოადგილედ ყოფილი პარლამენტარი, თენგიზ ხუბულური დანიშნა. მისი ამჟამინდელი ხელფასი 2 300 ლარია – ეს თანხა პარლამენტარის ხელფასს 1000 ლარით ჩამოუვარდება.
დეპუტატობა ხუბულურს “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში 2-ჯერ მოუწია – 2012-2016 და 2016-2020 წლებში.
ბოლო წლებში, მისი მეუღლის სახელით 2 ბინაა შეძენილი:
- 2017 წელს, ბათუმში 23 200 დოლარად 6 46 კვ.მ ფართი შეიძინა;
- 2020 წელს კი 83 524 დოლარიანი მშენებარე ბინის მფლობელი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბინების შეძენის პერიოდში ოჯახის ერთადერთი შემოსავალი (ბოლო დეკლარაციის მიხედვით) პარლამენტარის, თენგიზ ხუბულურის ხელფასი იყო, თუ არ ჩავთვლით საბანკო ვალდებულებებს და აღებულ სესხებს.
ინფორმაციისთვის, თენგიზ ხუბულური მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო:
- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების“ პროპორციული სიიდან შევიდა;
- 2016 წელს კი ხმების 73.93% მოიპოვა (42-ე ოლქში) და გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
თენგიზ ხუბულური არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა ანგარიშებში გამოქვეყნებულ “მდუმარე დეპუტატების” სიაში, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა არასოდეს გამოუყენებიათ.
დატოვეთ კომენტარი