სტატიები

რას აზიარებენ გორელი თანამდებობის პირები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ Facebook-ში

5 ივლისს, თბილსიში ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ 50 -ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს. რამდენიმე დღეში, ძალადობრივი აქციის დროს ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.მომხდარზე პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებმა სრულად დააკისრეს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს. დამნაშავეების დასჯისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს.

მედიისა და სამოქალაქო სექტორის მიერ გაჟღერებული მოთხოვნების პარალელურად, სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყო ისეთი სახის ინფორმაციების მიზანმიმართულად გავრცელება, რომელიც გარდაცვლილი ოპერატორის დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

გორელი თანამდებობის პირები აქტიურად აზიარებენ

  • ინფორმაციებს, სადაც აქცენტი 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ნაცვლად, იმაზე კეთდება, რომ გარდაცვლილი ოპერატორი ომის მონაწილე არ არის.
  • ინფორმაციებს, რომლითაც თითქოს და გამოირიცხება, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალემა ცემამ გამოიწვია.
  • ინფორმაციებს, რომლითაც თითქოს და დასტურდება, რომ გარდაცვლილი ოპერატორი ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა.
  • ინფორმაციას, რომელიც გარდაცვლილ ოპერატორზე ისეთი სახის ცნობებს შეიცავს, რომელზეც წესით საზოგადოებას ხელი ვერ უნდა მიუწვდებოდეს.

სოციალურ ქსელში, იდენტურ პოსტებს სინქრონულად აზიარებდნენ:

  • დავით რაზმაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
  • მიხეილ გოგინაშვილი, ფრაქცია “ქათული ოცნების” თავმჯდომარე გორის საკრებულოში
  • ზაზა ნასყიდაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი
  • დავით დარბაიძე, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის დირექტორი მოადგილე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.