ახალი ამბები

8 ივლისს გორის “დილა” სლოვაკეთში “ჟილინას” შეხვდება 

8 ივლისს გორის “დილა” კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სლოვაკეთში, ადგილობრივ ,,ჟილინასთან“ ჩაატარებს. 

შეხვედრა თბილისის დროით, 20:45 წუთზე დაიწყება. ცნობილია, რომ აღნიშულ შეხვედრაში მალტელი არბიტრები იმსაჯებენ.  მთავარი მსაჯი FIFA-ს არბიტრი ფილიპ ფარუგია იქნება, მას  ასისტენტობას ალან კამილერი  და ედვარდ სპიტერი გაუწევენ.

გუნდი სლოვაკეთში გუშინ ჩაფრინდა და შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. 

დატოვეთ კომენტარი