ახალი ამბები

მცხეთაში, ევროკომისართან გამართულ შეხვედრას გორისა და ატენის მიტროპოლიტიც დაესწრო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. შეხვედრა ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში შედგა და მას სხვა  სასულიერო პირებთან ერთად გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიაც (გვაზავა) ესწრებოდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ილია მე – 2 – მ კომისარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ვარჰეიმ პატრიარქს აღუთქვა, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება და კიდევ უფრო ქმედითი იქნება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები