გორთან ახლოს, სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო პირია და ის სავარაუდოდ თავდაცვის ძალების ოფიცერია. თვითმხილველების ვარაუდით, შესაძლოა მამაკაცი ხიდიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.
შსს – ში მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
დატოვეთ კომენტარი