გორის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლაში ხელოვნური ინტელექტის კლუბი შეიქმნება. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება ჩვენს სკოლაში. წარმატებით გავიარეთ პროექტის „ხელოვნური ინტელექტის კლუბების ” შესარჩევი ეტაპი და მოვხდით საუკეთესო 30 სკოლას შორის, კლუბს ხელმძღვნელობას გაუწევენ ჩვენი სკოლის პედაგოგები თამარ ციციშვილი და ხათუნა გვრიტიშვილი” , – ამბობენ სკოლის ადმინისტრაციაში.
როგორც ცნობილია, პროექტის ინიციატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.
დატოვეთ კომენტარი