ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლა 5 თებერვლამდე სრულად დისტანციურ რეჟიმზეა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გორის მუნიციპალიტეტის 18 სკოლა სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. აღნიშნული სკოლების ნაწილი 3 თებერვალს დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

“3 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება ქვახვრელის, ქერეს, ახალდაბის, გორის N4 და N12 საჯარო სკოლები. 4 თებერვლამდე სრულად დისტანციური სწავლის რეჟიმზე რჩება გორის N3, N6 და მეღვრეკისის საჯარო სკოლები. 4 თებერვლის ჩათვლით სრულად დისტანციურად განახორციელებენ სწავლის პროცესს გორის N10, N7, N11, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთის, ერგნეთის, ფხვენისის, შავშვების, ახრისის საჯარო სკოლები” , – განმარტავს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 37 ცალკეული კლასია გადასული სწავლის დისტანციურ რეჟიმზე.

დატოვეთ კომენტარი