ახალი ამბები

გორის საბავშვო ბაღების თანამშრომლები თებერვლიდან მომატებულ ხელფასს აიღებენ

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან მომატებულ ხელფასს აიღებენ.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განმარტებით, მომატებულ ხელფასს აიღებს ყველა სკოლამდელი დაწესებულების ყველა თანამშრომელი.

“სამართლებრივი და ბუღალტრული პროცედურები დასრულდა და თებერვლის თვიდან სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები 10%-თ მომატებულ ხელფასს აიღებენ” , – განაცხადეს სააგენტოში.

ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.