გორის მუნიციპალიტეტის მერია ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის სამხრე კამერებსა და პლანშეტური კომპიუტერების ყიდულობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ თანამშრომლები კამერებსა და პლანშეტებს საჭიროებისამებრ, საველე პირობებში მუშაობის დროს გამოიყენებენ.
” სამხრე კამერები განკუთვნილი იქნება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელებისთვის, ასევე პლანშეტებიც, რომელსაც საველე პირობებში მუშაობის დროს გამოიყენებენ. მათი გამოყენება შეეძლებათ ასევე ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებსაც”, – ამბობენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტებისა და სამხრე კამერების შესაძენად ტენდერები გამოაცხადა, რისთვისაც საერთო ჯამში 21 000 ლარამდე თანხა გაითვალისწინა.
დატოვეთ კომენტარი