სტალინელი საზოგაოების აქტიური წევრი და აქტივისტი ალეკო ლურსმანაშვილი გარდაიცვალა.
მას ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრმა გაავრცელა.
პანაშვიდი გაიმართება ორშაბათს, 16:00 საათიდან გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ეკლესიაში (წერეთლის ქ.), დაკრძალვა – სამშაბათს, 13:00 საათზე.
ინფორმაციისთვის, ალეკო ლურსმანაშვილი წლების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას სტალინის ძეგლის დაბრუნების მოთხოვნით გამართულ აქციებში. მისი ინიციატივით, გროვდებოდა ძეგლის დასაბრუნებლად ხელმოწერებიც.
დატოვეთ კომენტარი