ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა ავრცელებს ვიდეოს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალშია გადაღებული.
“რუსები ფაქტობრივად სოფელში არიან შემოსულები. ნახევარი სასაფლაო წაართვეს ადგილობრივებს”, – ამბობს ქაცარავა.
დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ გადმოკვეთეს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებიან.
დატოვეთ კომენტარი