გორის მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყობა.
სოფელ ოთარშენის, ბეთლემის და ზემო ხვითის საჯარო სკოლების ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 107`615 ლარია გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
დატოვეთ კომენტარი