ახალი ამბები

რა პრიორიტეტებზე გადანაწილდა გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 7 ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში პრიორიტეტებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების ხელშეწყობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა და სხვა.

მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:

ინფრასტრუქტურის განვითარება;

 საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება;

გარე-განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვა;

წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია;

ინფრასტრუქტურული თანადაფინანსების პრიგრამების განხორციელება (2 პროგრამა);

სარეკრეაციო და სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობა;

ინფრასტრუქტურული პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;

სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების უზრუნველყოფა;

დასუფთავება და გარემოს დაცვა;

დასუფთავება;

ნარჩენების გატანა;

პარკების, სკვერების, გაზონებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-შენახვა;

განათლება;

სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა;

სკოლისგარეშე განათლების ხელშეწყობას და თანადაფინანსება;

კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;

სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

კულტურის სფეროს განვითარება;

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა;

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

ჯანმრთელობის დაცვა;

მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფალ;

საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;

სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა;

ეკონომიკური განვითარება;

მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ განვითარება;

მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირებას და მართვა;

მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები;

საკრებულოს და მერიის ფუნქციონირების ხელშეწყობა;

სარეზერვო ფონდი;

წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურ უზრუნველყოფა;

საგანგებო და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა;

კადრების მომზადება-გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირება;

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 53 217 500 ლარით განისაზღვრა.

დატოვეთ კომენტარი