ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტლიდან 20-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს 

გორში, სამხედრო ჰოსპიტლიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს. რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, რეორგანიზაციის მიზეზით, დაწესებულებიდან მიზეზის აუხსნელად 20 -ზე მეტი თანამშრომელი გაუშვეს. 

3-მა მათგანმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 

“სრულიად მოულოდნელად გამოუცხადეს, რომ ათავისუფლებდნენ სამსახურიდან, მიზეზები არ განუმარტეს და ბრძანებაც არ ჩააბარეს დღემდე. თანამშრომლები არიან 4-8 და 15 წლიანი სტაჟით და არ იციან რატომ გაათავისუფლეს. ჩვენ ჯერჯერობით, მხოლოდ 3-მა თანამშრომლემა მოგვმართა”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. 

ლექსო მერებაშვილის თქმით, მათ უკვე მოითხოვეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებები და დიდი ალბათობით საქმე სასამრთლოში გადაინაცვლებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.