ახალი ამბები

სააგენტო: გორში კონტროლიორებმა უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყეს

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის კონტროლიორებმა უბილეთო მგზავრების დაჯარიმება დაიწყეს.

“დაჯარიმებულების შესახებ სტატისტიკას მოგვიანებით გავავრცელებთ” , – აცხადებენ ტრანსპორტის სააგენტოში.

მას შემდეგ, რაც გორში მუნიციპალური ტრანსპორტი შემოვიდა, რამდენიმე თვის განმავლობაში მგზავრობა უფასო იყო, შემდეგ კი, საბარათე სისტემა დაინერგა, თუმცა კონტროლიორები უბილეთო მგზავრებს არ აჯარიმებდნენ და მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.