საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „მეცნიერების კვირეული – 2021“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განკასუთრებული წვლილის გამო გადაეცა სპეციალური ჯილდო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმა „მეცნიერების კვირეული – 2021“-ის დასკვნით ღონისძიებაზე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სამეცნიერო კვირეულის წარმატებით ჩატარება მიულოცა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მრავალფეროვანი ღონისძიებების შედეგები შეაჯამა.
ღონისძიება კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა.
დატოვეთ კომენტარი