ახალი ამბები

კარგი ამბები, რომლებიც 2021 წელს გორში მოხდა 

როგორი იყო 2021 წელი გორის მუნიციპალიტეტში, რა მნიშვნელოვანი მოვლენებით დაგვამახსოვრა თავი განვლილმა წელმა? –  რადიო “მოზაიკამ” წლის ყველაზე პოზიტიური ამბები შეკრიბა. 

წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო და განხორციელდა. მიღწევები ჰქონდათ სპორტსმენებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. 

გაიხსნა – ამუშავდა გორის სპორტის სასახლე

გორში სპორტის სასახლის მშენებლობა 4 წლის წინ დაიწყო. შენობაში ორი დარბაზია. დიდი დარბაზი 1 500 მაყურებელზე, ხოლო მცირე 500-ზეა გათვლილი. 

დაიწყო ახალბაღის რეაბილიტაცია

ახალბაღის რეაბილიტაცია ზაფხულში დაიწყო და 15 ივლისიდან მოქალაქეებისთვის დაიკეტა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. რეაბილიტაციისთვის 8 950 000  ლარი დაიხარჯება. 

სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია

ისტორიული სამეფო ქუჩის რეაბილიტაცია 2 თვის წინ დასრულდა.  სამუშაოები მოიცავდა სავალი ნაწილის მოასფალტებას, ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთებას, სანიაღვრე ქსელის მოწყობას, წყლისა და კანალიზაციის სისტემის შეცვლას, ასევე, გარეგანათების, ქვის სკამებისა და ურნების დამონტაჟებას. პროექტზე, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

პატარა მეჯვრისხევში აშენდა სკოლა

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.4 მილიონი ლარია. 150 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.

გორის თეატრის წარმატება

წლის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი სპექტაკლის პრემიერა შედგა, როგორიცაა “ვენეციელი ვაჭარი” დს  “მამა”, ასევე შეიქმნა სატელევიზიო სპექტაკლი “ფანჯრების იქით”, რომელიც აჭარის ტელევიზიაზე გავიდა. თეატრის დასი გასტროლზე იმყოფებოდა უკრაინის თეატრალურ ფესტივალზე, სადაც დაჯილდოვდნენ საუკეთესო ექსპერიმენტული ნამუშევარი სპექტაკლი “შეცვალე” – რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი და საუკეთესო მსახიობი ქალი – ლიკა კევლიშვილი. ალტერნატიული ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი- ქეთი ლუარსაბიშვილი დასახელდა. 

გორის ხელოვნების სახლმა მუშაობა დაიწყო

თითქმის ერთი წელია, რაც გორში ხელოვნების სახლი ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, შენობამ არაერთ გამოფენას და საჯარო ლექციას უმასპინძლა. 

სპორტული წარმატებები

2021 წელი წარმატებული იყო გორელი სპორტსმენებისთვისაც. ტოკიოს ოლიმპიადაზე გორელმა მოჭიდავეებმა და ძიუდოისტებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს. აღნიშნულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა გენო პეტრიაშვილმა, ის ასევე წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა. ოლიმპიადიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ გორელი ძიუდოისტებიც, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი. 

გორელმა უფლებადამცველმა ნიდერლანდების საელჩოს პრიზი აიღო

გორელმა მხატვარმა გერმანიაში, საერთაშორისო ფესტივალზე კანალეტოს პრიზი მოიპოვა

გორელმა მხატვარმა, მარიამ შაქარაშვილმა გერმანიაში, საერთაშორიო ფესტივალზე Palais Sommer, 21 აგვისტოს ქალაქ დრეზდენში გამარჯვება მოიპოვა და გადაეცა კანალეტოს სპეციალური პრიზი.

დატოვეთ კომენტარი