ახალი ამბები

თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს

ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.


გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ბუნებრივი აირის მილს ცეცხლი გაუჩნდა.  ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ბრიგადები გამოიძახეს. “ხანძარი როგორ გაჩნდა არავინ იცის. გაზის მილი ჟონავდა თუ არა, არაფერი იციან ადგილობრივებმა. პოლიციაც იყო, ალბათ გამოიძიებენ”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა.  დატოვეთ კომენტარი


ამ დროში, რადიო “მოზაიკამ” ინფორმაციის გავრცელებით, უკვე შეძლო თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების სხვა სურვილების ასრულება. მათთვის სასურველი ნივთების შეგროვება ისევ გრძელდება და საჩუქრებს ხანდაზმულები კვირის ბოლოს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.