ახალი ამბები

რა სერვისები აქვს ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს

შიდა ქართლის შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო 4 თვეა რაც ფუნქციონირებს. სააგენტო ემსახურება ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებს.

სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია, ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის ან კატის მკურნალობა.

სააგენტოში მიყვანილი ყველა ცხოველი გადის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას, მუშავდებიან პარაზიტებზე უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა, აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლი კვლავ ბრუნდება ბინადრობის ადგილას.

დატოვეთ კომენტარი