გორის რაიონულმა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა მძღოლი, რომელიც ქვეითს დაეჯახა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა. მძღოლი “ჰონდა ფიტის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელზე გამავალ საავტომობილო გზაზე.
“მოძრაობისას მან დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და შეეჯახა ქვეითად მიმავალს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო” , – განმარტა პროკურორმა.
არსებული ინფორმაციით, პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოსამართლე დავით მაკარაძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საბოლოოდ, მძღოლი 2 000 ლარით დაჯარიმდა.
დატოვეთ კომენტარი