ახალი ამბები

მამას შვილის ცემის გამო უჩივლეს – საქმე გორის სასამართლოში

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით მაკარაძემ განიხილა ოჯახში ძალადობის საქმე, რომელიც ეხება მამის მიერ შვილის ცემის ფაქტს.

“საყოფაცხოვრებო საკითხებზე განაწყენებულმა მშობელმა არასრულწლოვან შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ერთხელ ძლიერად დაარტყა მარჯვენა მხრის არეში და მიანარცხა კორპუსის კედელს” , – აღნიშნულია საქმის მასალებში.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ასევე გამოიკითხნენ მოწმეებიც. შესაბამისად, მოსამართლემ იგი დამნაშავედ ცნო და ბრალდებული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.