ახალი ამბები

გორის მერიაში კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლელა მაისურაძე გახდა

გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე ლელა მაისურაძე დაინიშნა. გორის მერიის ინფორმაციით მისი შერჩევა შიდა კონკურსის შედეგად მოხდა. მამიმდინარე წლის სექტემბერამდე ის ამავე სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი 2015 წლიდან მუშაობს.

“საკონკურსო კომისიამ ლელა მაისურაძის კანდიდატურა განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე შეარჩია კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით”, – განმარტავენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლელა მაისურაძის წინამორბედი, გურამ პაპუაშვილი გარდაიცვალა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.