2022 წლიდან მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში დასაქმებული პირები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. წინასწრი ინფორმაციით, თითოეული მათგანი 100 ლარით მეტ ანაზღაურებას მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლისთვის, განათლების მიმართულებაზე 2 მლრდ 121 მლნ ლარია გათვალისწინებული, საიდანაც მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებისთვის 380 მლნ ლარზე მეტია მიმართული.
“სკოლამდელ განათლებაზე 380 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100-ლარით”, – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
დატოვეთ კომენტარი