გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყოფილი თანამშრომელი თეიმურაზ მანველიშვილი დავას უზენაეს სასამართლოში აგრძელებს.
იგი მერიისგან ითხოვს გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის დაკისრებას.
მანველიშვილის საჩივარი გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, შემდეგ საქმე მეორე ინსტანტიის სასამართლოში გაგრძელდა, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაკმაყოფილდა მისი საჩივარი. ამ ეტაპზე, საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ინფორმაციისთვის, თეიმურაზ მანველიშვილი გორის მერიაში ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. თანამშრომელი კონსტანტინე თავზარაშვილმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მანველიშვილმა მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე დააყარა.