2021 წელს, (ამ დროის მონაცემებით) დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი 95 ადამიანი გარდაიცვალა. ქურთის მუნიციალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დევნილთა დასახლებებში გაზრდილია, რასაც კორონავირუსის გავრცელებაც განაპირობებს. პანდემიის პირველ წელს, დიდი ლიახვის ხეობიდან 59 ადამიანი გარდაიცვალა, წელს, კი ეს მაჩვენებელი 36-ით გაიზარდა.
“სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობამ დევნილებში თითქმის 1/3-ით იმატა მინიმუმ. ჩვენ შევადარეთ წინა წლის მონაცემები წლევანდელს და სიკვდილიანობა საგრძნობლად მომატებულია ლიახვის ხეობელებში. ძალიან ბევრი დაგვეღუპა კორონავირუსით. მათ შორის იყვნენ მოხუცებულებიც, შუა ხნის ადამიანებიც. ასევე ჯანმრთელი ადამიანებიც, 2 დღის წინ, რომ მყავდა ნანახი და არაფერი რომ არ აწუხებდათ ისეთებიც”, – აცხადებს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,ნუგზარ კახნიაშვილი.
ინფორმაციისთვის, სიკვდილიანობის პარალელურად მომატებულია ახალშობილთა რაოდენობა. შობადობის რიცხვი 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს, 84 დან 110-მდეა გაზრდილი.