ახალი ამბები

გორის სასამართლომ “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” წევრების დაკავება უკანონოდ ცნო 

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიტიკური პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლებისათვის” დაკავებული წევრების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლომ ზ.ხ.-ს მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება და მისი 48 საათიანი დაკავება უკანონოდ მიიჩნია. რაც შეეხება ბ.გ.-ს, იგი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაში (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), სახდელის სახით კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. მოსამართლემ ბ.გ.-ს დაკავების გაგრძელება 24 საათით უკანონოდ მიიჩნია.

დაკავებულთა ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები 2021 წლის 12 ნოემბერს ძალოვანი უწყებების შენობის პიკეტირებისას დააკავეს. ბ.გ.-სა და ზ.ხ.-ს დაკავება გორში მოხდა, შსს გორის რაიონულ სამმართველოსთან. პოლიციის წარმომადგენლები მათ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, რაც 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.